მოსკოვში გამოფენა გაიხსნა, სადაც ნამუშევრების მთავარი თემა ვლადიმერ პუტინია
შუასაუკუნეების აბჯარში გამოწყობილი ვლადიმერ პუტინი ყავისფერ დათვზეა ამხედრებული, ეფერება ლეკვს და გამოწყობილია როგორც სანტა კლაუსი, – მოსკოვში გამოფენა გაიხსნა, სადაც ნამუშევრების მთავარი თემა სწორედ ვლადიმერ პუტინია.
გამოფენა, სახელწოდებით „სუპერპუტინი“ სხვადასხვა რუსი არტისტის მიერ შექმნილ 30-მდე ნახატსა და სკულპტურას აერთიანებს, სადაც რუსეთის ლიდერი სხვადასხვა როლშია წარმოდგენილი.
პოლიტიკურ ჭრილში გამოფენის გახსნა პუტინის მიერ მეოთხე ვადით პრეზიდენტად კენჭის ყრის დაანონსებას დაემთხვა.
გამოფენა მოსკოვში დამთვალიერებლებს 15 იანვრამდე უმასპინძლებს.