მოსკოვში არ გამორიცხავენ, რომ სირიელმა და ლიბიელმა დაქირავებულმა მთიანი ყარაბაღიდან მებრძოლებმა რუსეთში შეაღწიონ
მოსკოვში არ გამორიცხავენ, რომ მთიან ყარაბაღში მებრძოლმა სირიელმა და ლიბიელმა დაქირავებულმა მებრძოლებმა რუსეთში შეაღწიონ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ოლეგ სირომოლოტოვი რუსულ მედიასთან აცხადებს, რომ უცხოელი დაქირავებული მებრძოლების საფრთხის უარყოფა შეუძლებელია.
რუსი დიპლომატის განცხადებით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში „წვრილმანად“ ვერაფერი ჩაითვლება.
სირომოლოტოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ყურადღებით ადევნებენ თვალყურს მიმდინარე მოვლენებს.