მოსკოვში აცხადებენ, რომ დასავლეთმა რუსეთის სიღრმეში დარტყმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო
რუსეთმა იცის, რომ დასავლეთმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებთან დაკავშირებით და შესაბამისი გზავნილები კიევს გადასცა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„პრეზიდენტმა ამ თემაზე თავისი პოზიცია უკიდურესად მკაფიოდ გამოთქვა. ჩვენ ვიცით იმის შესახებ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები იყო მიღებული გარკვეული პერიოდის წინ და ამგვარი სიგნალები უკვე გადაეცა კიევს“, – აღნიშნა რიაბკოვმა.
12 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თუ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედების დასავლური იარაღის რუსეთის შიგნით გამოყენების ნებართვას მისცემენ, ეს იქნება ნატო-ს ქვეყნების კონფლიქტში პირდაპირი მონაწილეობა.