მოსკოვსა და პეტერბურგში ანტისამთავრობო აქციები იმართება, ვრცელდება ინფორმაცია დაკავებების შესახებ
მოსკოვსა და პეტერბურგში ანტისამთავრობო აქციები იმართება.
„ბიბისის“ რუსული სამსახურის ინფორმაციით, რუსეთში გამოცხადებულ ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღდეგ გამოსულ საპროტესტო აქციებზე მოსკოვსა და პეტერბურგში პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება დაიწყო.
სხვადასხვა გამოცემა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ აქციების შესახებ წერს. გამოცემა sota-ს ინფორმაციით, მოსკოვში აქციაზე არასრულწლოვანი დააკავეს.
მოსახლეობის ნაწილი ნაწილობრივ მობილიზაციაზე ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
შეგახსენებთ, ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში 21 სექტემბერს გამოცხადდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, საომარი მდგომარეობის დროს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა რუსეთში სამიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.