„ევროლიგის“ მეხუთე ტურის დღევანდელი სათამაშო დღის პირველი მატჩი მოსკოვში შედგა. „ცსკას“ და ჟალგირისის თამაში საკმაოდ საინტერესო გამოდგა.
მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდნენ. კაუნასელებმა ბოლომდე იბრძოლეს და შეხვედრის უკანასკნელ ორ წუთს ინტრიგა შესძინეს, თუმცა ბოლო წამებზე დიმიტრის იტუდისის გუნდმა მაინც მოახერხა მცირე უპირატესობის შენარჩუნება და თამაში 94-91 მოიგო.
გამარჯვებულ გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი უილ კლაიბერნს ჰქონდა. ამერიკელმა კალათბურთელმა 26 ქულა გააკეთა. ორმაგი დუბლი შეასრულა ნანდო დე კოლომ. ფრანგმა უკნახაზელმა 25 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა აქტივში.
ხუთი ტურის შემდეგ, „ცსკას“ ოთხი მოგება და ერთი მარცხი აქვს. მომდევნო მატჩს მოსკოველები კვლავ საკუთარ დარბაზში, ესპანური „ვალენსიას“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.