მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, მიტროპოლიტი დიონისი კორონავირუსით დაინფიცირდა
მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, მიტროპოლიტი დიონისი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მოსკოვის საპატრიარქოში უკვე დაადასტურეს.
როგორც იუწყებიან, მიტროპოლიტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის სტაციონარში მკურნალობს.
როგორც მოსკოვის საპატრიარქოში აცხადებენ, დიონისი საქმიანობას დისტანციურად გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ 16 აპრილს კორონავირუსი მოსკოვის ეპარქიის 24 სასულიერო პირს დაუდგინეს. კიდევ 31 ღვთისმსახურს დაავადების ნიშნები გამოუვლინდა, თუმცა მათი დიაგნოზი ჯერ უცნობია. 21 აპრილს კორონავირუსით ელოხოვის ნათლისღების ტაძრის წინამძღვარი გარდაიცვალა.