მოსკოვის პოლიციამ სომხური და აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენელთა ჩხუბის ფაქტზე 25 ადამიანი დააკავა
მოსკოვის პოლიციამ სომხური და აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენელთა ჩხუბის ფაქტზე 25 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას რუსეთის დედაქალაქის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველო ავრცელებს.
განცხადებაში დაკავებულთა წარმომავლობა არ არის დასახლებული, თუმცა ნათქვამია, რომ მათ ექსტრადიცია ემუქრებათ.
მანამდე, რუსულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ მოსკოვში ეთნიკურ ნიადაგზე რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. მათი ინფორმაციით, ერთ-ერთ ჩხუბში 50 ადამიანი მონაწილეობდა. ინციდენტი აზერბაიჯანულ რესტორანთან მოხდა.
ივლისის დასაწყისში აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა და სამხედრო შეტაკება მოხდა. დაიღუპა რამდენიმე ადამიანი. მხარეები კონფლიქტის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.