მოსკოვის მერმა დედაქალაქსა და რუსეთის სხვა რეგიონებში გამოცხადებული კონტრტერორისტული რეჟიმის გამო, ორშაბათი არასამუშაო დღედ გამოაცხადა
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა, დედაქალაქსა და რუსეთის სხვა რეგიონებში გამოცხადებული კონტრტერორისტული რეჟიმის გამო, ორშაბათი არასამუშაო დღედ გამოაცხადა.
როგორც რუსეთის დედაქალაქის მერმა აღნიშნა, აღნიშნული გადაწყვეტილება რისკების მინიმალიზაციის გამო მიიღეს. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ ხელისუფლების ორგანოები და უწყვეტი ციკლის საწარმოები, თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები, საქალაქო სამსახურები.
სერგეი სობიანინმა მოსკოვის მცხოვრებლებს მოუწოდა, თავი შეიკავო ქალაქში გასვლისგან, რადგან, მისი თქმით, შესაძლებელია მოძრაობის გადაკეტვა ცალკეულ უბნებში.