მოსკოვის მერის ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა
მოსკოვის მერის ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა.
სერგეი სობიანინის ინფორმაციით, ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა პოდოლსკთან მოიგერიეს სამი დრონი. მათი ჩამოგდების შედეგად, წინასწარი ცნობებით, არავინ დაშავებულა.
მისივე განცხადებით, ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურები. ამის შემდეგ სობიანინმა მოსკოვის მიმართულებით გაშვებული კიდევ ოთხი დრონის მოგერიების შესახებ გაავრცელა ცნობები.
პოდოლსკის საქალაქო ოლქი პოდმოსკოვიეს სამხრეთით მდებარეობს და ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მოსკოვს. ამ ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი პოდოლსკი კი მოსკოვის მთავარი წრიული ავტომაგისტრალიდან 10 კილომეტრში მდებარეობს.