მოსკოვის მერი აცხადებს, რომ რუსეთის დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის მცდელობა იყო, რაც საჰაერო თავდაცვის საშუალებებით აღკვეთეს
მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ რუსეთის დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის მცდელობა განხორციელდა, რაც საჰაერო თავდაცვის საშუალებებით აღკვეთეს. ამის შესახებ სობიანინი ტელეგრამარხში წერს.
„ღამით მოსკოვზე, სამხრეთ მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატის გაფრენის მცდელობა განხორციელდა. საჰაერო თავდაცვის ძალებით ის აღიკვეთა. მადლობა სამხედროებს შესრულებული სამუშაოსთვის“, – წერს სობიანინი.
ამასთან, მოსკოვის მერი არ აკონკრეტებს, თუ სად ჩამოაგდეს დრონი. მანამდე, ღამით თავდასხმის საფრთხის გამო მოსკოვის აეროპორტებმა „ვნუკოვომ“ და „დომოდედოვომ“ დროებით რეისების მიღება შეწყვიტეს. არსებული ცნობებით, რეისები „შერემეტიევოს“ აეროპორტში გადაამისამართეს.