შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაციაზე პირველ არხს ინფორმაცია მიაწოდა. როგორც შსს-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსკოვის გამზირზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება ყაჩაღობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-179-ე მუხლით მიმდინარეობს.
შსს-ს განმარტებით, გამოძიების ფარგლებში ექვსი პირის გამოკითხვა მიმდინარეობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე (მუხლი 18-179) მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიცია ექვსი პირის მოწმის სახით გამოკითხვას აწარმოებს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.