საკალათბურთო ევროლიგის მე-10 ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია „ცსკა“-მ. რუსულმა კლუბმა, საკუთარ მოედანზე, ესპანური „ბარსელონა“ 14 ქულის სხვაობით, ანგარიშით 92-78 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა.
დიმიტრის იტუდისის გუნდს, 10 მატჩის შემდეგ, რვა გამარჯვება და ორი მარცხი აქვს. დღევანდელ დაპირისპირებაში, გამარჯვებულთა შორის, საუკეთესო მაჩვენებელი უილ კლაიბერნს ჰქონდა. ამერკილმა ფორვარდმა 22 ქულა მოაგროვა.
კიდევ ერთი ამერიკელის, კორი ჰიგინსის, მონაგარმა 20 ქულა და ხუთი მოხსნა შეადგინა. ორმაგი დუბლით გამოირჩა ნანდო დე კოლო. ფრანგმა უკანახაზელმა საკუთარ გუნდს 18 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
სტუმართა შემადგენლობაში 11-11 ქულა ტომას ერტელმა და კევინ სერაფინმა გააკეთეს. ამ დამარცხების შემდეგ, „ბარსელონა“ მიმდინარე ტურნირზე მე-10- ადგილამდე ჩამოქვეითდა.
მომდევნო ტურში, სიტო ალონსოს გუნდის მეტოქე „ევროლიგის“ მოქმედი ჩემპიონი, სტამბოლის „ფენერბახჩე“ იქნება. „ცსკა“ გერმანიაში „ბროზეს“ შეხვდება.