მოსკოვის ცენტრში, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან სროლა მოხდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
უცნობმა პირმა ცეცხლი კალაშნიკოვის ტიპის იარაღიდან გახსნა.
ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია დაღუპულების და დაჭრილების შესახებ.
„ბიბისის“ ცნობით, დაღუპულია ერთი ადამიანი, „რიანოვოსტი“ კი სამი პირის დაღუპვის შესახებ წერს.
მომხდარის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.