მოსკოვი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებაში ისრაელს ადანაშაულებს. აღნიშნული განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.
რუსეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელ იგორ კონაშენკოვის თქმით, ილ-20-ის ჩამოგდებასა და ეკიპაჟის წევრების დაღუპვაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ისრაელს და მათ, ვინც ბრძანებებს გასცემდა.
„წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ ისრაელელი პილოტების ქმედება იყო არაპროფესიონალური ან საქმე გვაქვს დანაშაულებრივ გულგრილობასთან. ამიტომ, მივიჩნევთ, რომ რუსული ილ-20-ის ჩამოვარდნასა და 15 რუსი სამხედროს დაღუპვაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ისრაელის სამხედრო საგარეო ძალებს და მათ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებდა და ბრძანებებს გასცემდა“, – განაცხადა კონაშენკოვმა.
რუსული ილ-20 სირიაში 17 სექტემბერს ჩამოვარდა. გავრცელებული ცნობით, მას სირიის ანტისარაკეტო სისტემებიდან ნასროლი რაკეტა მოხვდა. რუსეთში ამტკიცებენ, რომ ტრაგედია ისრაელის ავიაიერიშის დროს, ისრაელელი პილოტების ქმედებების გამო დატრიალადა. ისრაელში ბრალდებას უარყოფენ.