რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - მოსკოვი ევროკავშირის მხრიდან სანქციების გაფართოებას უპასუხოდ არ დატოვებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - მოსკოვი ევროკავშირის მხრიდან სანქციების გაფართოებას უპასუხოდ არ დატოვებს

მოსკოვი ევროკავშირის მხრიდან სანქციების გაფართოებას უპასუხოდ არ დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის პოზიცია, რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევისა და ძალის უსაფუძვლოდ გამოყენების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. სწორედ ამიტომ რუსეთის მხარე ევროპული გაერთიანების მხრიდან მიღებულ ზომებს უპასუხოდ არ დატოვებს.

15 მარტს ევროკავშირმა ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. შავ სიაში მოხვდნენ რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მეთაური, ანექსირებული ყირიმის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ე.წ. უფროსი და კიდევ ექვსი სამხედრო.

15 მარტს იგივე ზომები მიიღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კანადამაც.