მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ რუსეთში დაკავებული ბრიტნი გრინერის გათავისუფლების სანაცვლოდ, ვაშინგტონი იარაღით ცნობილ მოვაჭრეს, ვიქტორ ბუტს გაათავისუფლებს
მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ რუსეთში დაკავებული ბრიტნი გრინერის გათავისუფლების სანაცვლოდ, ვაშინგტონი იარაღით ცნობილ მოვაჭრეს, ვიქტორ ბუტს გაათავისუფლებს

მოსკოვი და ვაშინგტონი რუსეთში დაკავებული კალათბურთელის, ბრიტნი გრინერის იარაღით ცნობილ მოვაჭრეზე, ვიქტორ ბუტზე გაცვლაზე შეთანხმდნენ.

ვიქტორ ბუტი აშშ-ის ციხეში 12 წელია, იმყოფება.

ბრიტნი გრინერი კი მოსკოვის აეროპორტში კანაფის ზეთის გადატანის ბრალდებით მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ზაფხულში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოსკოვს კალათბურთელის გაცვლა შესთავაზა.

„სიკვდილით მოვაჭრის“ სახელით ცნობილი ვიქტორ ბუტი, სამართალდამცველთა ოპერაციის შედეგად, 2008 წელს ტაილანდის დედაქალაქში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს. ორი წლის შემდეგ მისი აშშ-ში ექსტრადიცია განხორციელდა.