მოსაშვილზე სროლის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
მოსაშვილზე სროლის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე სროლის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ ეზოში ერთი პირი იდგა, რომელსაც მანქანიდან სროლა დაუწყეს. ამასთან, ისროდა აღნიშნული პირიც.

„მოვიდა მანქანა და რამდენიმე პირი გადმოვიდა, დაუწყეს ამ პირს სროლა. ეს პირიც ესროდა, ორმხრივი სროლა იყო. ამის შემდეგ, მანქანაში ჩასხდნენ და გაიქცნენ“, – განუცხადა თვითმხილველმა პირველ არხს.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილზე ათამდე მასრა არის დაგდებული და ისინი რამდენიმე ადგილზე ყრია.

თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე სროლა ცოტა ხნის წინ იყო. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.