მოსამართლის შეურაცხყოფის გამო, გიგი უგულავას სასამართლოს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს
7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულ გიგი უგულავას საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.
მანამდე სხდომაზე ხმაური იყო, გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილის სხდომაზე დასწრებას ითხოვდა.
„რას აკეთებთ, ხალხო? სასამართლოს რა თქმა უნდა, შეუძლია, მოყვანის გარეშე გაასამართლოს, თქვენ ახლა აფურთხებთ კონსტიტუციას“, – მიმართა გიგი უგულავამ მოსამართლეს.
ამასთან, მოსამართლემ უგულავას უთხრა, რომ სასამართლოს შეურაცხყოფას აყენებდა.
„თქვენ ახლა შენიშვნას მოგცემთ, თქვენ აყენებთ შეურაცხყოფას სასამართლოს. მანდატურებმა უზრუნველყონ დაატოვებინონ გიორგი უგულავას სხდომათა დარბაზი“, – აღნიშნა მოსამართლემ.