მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები 8 ივნისსა და 15 ივნისს გაიმართება
მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები 8 ივნისსა და 15 ივნისს გაიმართება

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები 8 ივნისსა და 15 ივნისს გაიმართება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

პირველი გამოცდა 8 ივნისს ტესტირების სახით, ხოლო მეორე გამოცდა 15 ივნისს წერითი სახით გაიმართება.

საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველებს უკვე შეუძლიათ საბჭოში შესაბამისი განაცხადის შეტანა.

ბოლო საკვალიფიკაციო გამოცდა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიმდინარე წლის თებერვალში გამართა, რომელიც წარმატებით ჩააბარა 25-მა კანდიდატმა.