მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი ჩატარდება
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი ჩატარდება

დღეს, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი ჩატარდება. ტესტური გამოცდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საგამოცდო დარბაზში ჩატარდება.

საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობს 238 გამოსაცდელი – 8 საერთო, 110 სისხლის სამართლის და 120 სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

საგამოცდო ტესტი 100 დავალებას მოიცავს. დავალებები 3 დონედ იყოფა – მარტივი, საშუალო და რთული. ტესტური დავალების შესასრულებლად გამოსაცდელს 5 საათი აქვს. 75 ან მეტ ქულის დაგროვების შემთხვევაში, ის შემდეგ ეტაპზე გადადის და წერითი გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს.

ტესტური გამოცდის პასუხები შემოწმდება ელექტრონული სისტემის საშუალებით და გამოსაცდელისთვის გამოცდის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი – წერითი გამოცდა 2018 წლის 28 ივლისს ჩატარდება.