მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპი სრულდება
მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპი სრულდება

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრებას განაგრძობს. მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპი სრულდება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დღეს კიდევ 14 კანდიდატს მოუსმენენ. გასაუბრება საბჭოში დილიდან დაიწყო. 09:30 საათიდან გასაუბრება იმართება შემდეგ კანდიდატებთან: სერგო მეთოფიშვილი, რევაზ თოფჩიშვილი, ჯემალ კოპალიანი, მარინა გლოველი, ნანა გუგუნაშვილი, მერაბ ღვინიაშვილი, როინ კახიძე, რევაზ კაჭკაჭაშვილი, ლაშა თავართქილაძე, ნინო თარაშვილი, მაია კვირიკაშვილი, იზა კელენჯერიძე, ბადრი ნიპარიშვილი, ვასილ მშვენიერაძე.

საერთო ჯამში, საერთო სასამართლოებში დასამტკიცებლად 52 მოსამართლე უნდა შეირჩეს. კანდიდატებს შორის არიან ის პირებიც, რომელთაც სამოსამართლეო გამოცდილება არ გააჩნიათ. ასევე, მოსამართლეები, რომლებიც სხვა კოლეგიაში გადასვლა სურთ და მოსამართლეები, რომლებსაც უფლებამოსილება ეწურებათ და უვადოდ გამწესებაზე აქვთ განაცხადი.