მოსამართლემ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა დაურთო
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც სასამართლოზე გახდა ცნობილი, მოსამართლე გიორგი არევაძემ საქმეს დაურთო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა.
საუბარია იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი.
სააკაშვილის დაცვის მხარე დასკვნის საქმისთვის დართვის წინააღმდეგი იყო. ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ეს სამართლებრივი ნონსენსი იყო და მოსამართლეს ამის საფუძველი არ ჰქონდა.
მოსამართლე გიორგი არევაძემ სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული ექსპერტიზის დაკვეთის უფლებამოსილება კანონიერად ჰქონდა.