მოსამართლემ რამდენიმე ფედერალურ სააგენტოს დაავალა, აღადგინონ გასულ თვეში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მასობრივად გათავისუფლებული თანამშრომლები
მოსამართლემ რამდენიმე ფედერალურ სააგენტოს დაავალა, აღადგინონ გასულ თვეში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მასობრივად გათავისუფლებული თანამშრომლები

მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენა დაავალა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მედიის ცნობით, მოსამართლემ რამდენიმე ფედერალურ სააგენტოს დაავალა, აღადგინონ გასულ თვეში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მასობრივად გათავისუფლებული თანამშრომლები.

ბრძანება ეხება ათასობით თანამშრომელს, რომლებიც სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, ენერგეტიკის, შინაგან საქმეთა, ხაზინისა და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტებიდან გაათავისუფლეს.

ადვოკატი დანიელ ლეონარდი, რომელიც სამთავრობო თანამშრომელთა პროფკავშირების კოალიციას წარმოადგენს, აცხადებს, რომ საგამოცდო ვადით მომუშავე თანამშრომლები მათი სამიზნე გახდა, რადგან მათ არ ჰქონდათ გასაჩივრების უფლება.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა აღნიშნა, რომ ეს უფლებამოსილება პრეზიდენტს ეკუთვნის და „ერთეულ რაიონულ მოსამართლეებს არ შეუძლიათ მთელი სასამართლო ხელისუფლების ძალაუფლების ბოროტად გამოყენება პრეზიდენტის დღის წესრიგის ჩაშლის მიზნით“.

„ტრამპის ადმინისტრაცია იბრძოლებს ამ აბსურდული და არაკონსტიტუციური ბრძანების წინააღმდეგ“, – განაცხადა ლევიტმა.