მოსამართლეები სააკაშვილის მიერ უკრაინის ჰიმნის შესრულებისას ფეხზე არ ადგნენ, რის გამოც სააკაშვილმა მათ მტრები უწოდა
„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, მომხრეებთან ერთად, უკრაინის სააპელაციო სასამართლოში უკრაინის ჰიმნი შეასრულა.
სააპელაციო სასამართლოში უკრაინის ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის ლეგალურად დარჩენის საკითხს განიხილავენ.
ჰიმნის დროს მოსამართლეები ფეხზე არ ადგნენ, რის გამოც მიხეილ სააკაშვილმა მათ უკრაინის სახელმწიფოს მტრები უწოდა.
“სირცხვილი!” – სკანდირებდნენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ამის შემდეგ მოსამართლეები დარბაზიდან გავიდნენ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მოსამართლეების აცილებას მოითხოვენ.