მოსამართლე სიმონ ჩხაიძე - ძალიან მძიმე, დამთრგუნველი და ცოტათი შეურაცხმყოფელი ბრალდებაა, ამას ძალიან მყარი მტკიცებულება სჭირდება
ძალიან მძიმე, დამთრგუნველი და ცოტათი შეურაცხმყოფელი ბრალდებაა, რადგან საქართველოს მოსამართლეები ვართ, ამ ქვეყანასა და თითოეულ მის მოქალაქეს ბოლომდე ვიცავთ, – ამის შესახებ მოსამართლე სიმონ ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, როცა რაიმე სახის ზეგავლენაზეა საუბარი, ამას ძალიან მყარი მტკიცებულება სჭირდება.
„არსებობს ე.წ. მსუსხავი ეფექტი, რომელსაც ევროპული სასამართლო უწოდებს ისეთ აქტივობებსა და მოქმედებებს, რომლებიც შემდგომში უფლების არასწორად ჩარევაში გამოიხატება ხოლმე. მსგავსი ტიპის პოლიტიკურ ჩარევებს სხვადასხვა ობიექტისგან სწორედ ეს „მსუსხავი ეფექტი“ შეიძლება მოჰყვეს“, – განაცხადა სიმონ ჩხაიძემ, რომლის კომენტარიც „იმედინიუსმა“ გაავრცელა.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.