მორის ყვითელაშვილის წარმატება საფრანგეთში - მეოთხე ადგილი გრან-პრის სერიის მესამე ეტაპზე
1-დან 3 ნოემბრის ჩათვლით საფრანგეთის ქალაქ გრენობლში გაიმართა გრან -პრის სერიის მესამე ეტაპი, სადაც შეიკრიბნენ ისეთი ტიტულოვანი მოციგურავეები, როგორებიც არიან ოთხგზის მსოფლიოს ჩემპონები სპორტულ ცეკვებში, გაბრიელა პაპადაკისი და გიიომ ციზერონი, ასევე 2018 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ალინა ზაგიტოვა.
ყველაზე რეიტინგული სპორტსმენები ასპარეზობდნენ ვაჟთა კატეგორიაში, სადაც ქართველ მოციგურავე მორის ყვითელაშვილს გამოსვლა მოუწია ისეთ სპორტსმენებთან, როგორებიც არიან ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ამერიკელი ნეიტან ჩენი, მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი და 4 კონტინენტის გამარჯვებული იაპონელი შომა უნო, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი რუსი ალექსანდრე სამარინი და საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული კევინ იამოზი.
შვიდი ქვეყნის 11 მონაწილეს შორის მორის ყვითელაშვილმა 236, 38 ქულით საპატიო მეოთხე ადგილი დაიმსახურა და გრან პრის შედეგების მსოფლიო სარეიტინგო სიაში მას ამისათვის ცხრა ქულა მიენიჭა.
გრან -პრის მორიგი ეტაპი, რომელზედაც მორისი იასპარეზებს, სერიის მეხუთე ეტაპი იქნება. ის 17-18 ნოემბერს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გაიმართება.
ისევე, როგორც საფრანგეთში, მოსკოვში გრან პრის ეტაპებზე სამსაჯოდ მიწვეულია საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე.