მოქალაქეებმა, რომლებიც მესტიაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში, ცხელების ცენტრებს უნდა მიმართონ
საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში იმყოფებოდნენ, მოუწოდებს, ცხელების ცენტრებს გაიარონ.
„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ტესტირების მიზნით, მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დაუკავაშირდნენ 112-ს“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა. დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები დღეიდან იმოქმედებს.