მონტენეგროში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის ლიდერის პოსტზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატი მილო ჯუკანოვიჩი იყრის კენჭს. ის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა და პროგნოზების თანახმად, ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს.
ჯუკანოვიჩის მთავრი კონკურენტი, ბიზნესმენი მლადენ ბოიანიჩია. მას მხარს ის პარტიები უჭერენ, რომლებიც რუსეთთან დაახლოებას ითხოვენ. კვლევების თანახმად ბოიანიჩი ელექტორატის ხმების 30%-ს მიიღებს.
ხმის უფლება მონტენეგროში 530 ათას მოქალაქეს აქვს.
თუ ხმების 50%-ზე მეტს ვერც ერთი კანდიდატი დააგროვებს, დაინიშნება მეორე ტური.
შეგახსენებთ, მონტენეგრო 2017 წლის ივნისში NATO-ს წევრი გახდა. საპრეზიდენტო არჩვენების პირველი წინასწარი შედეგები თბილისის დროით 22 საათზე გახდება ცნობილი.