მონტენეგროში ჟურნალისტ სიედა სადიკოვიჩის სახლთან აფეთქება მოხდა
მონტენეგროში ჟურნალისტ სიედა სადიკოვიჩის სახლთან აფეთქება მოხდა

მონტენეგროში, ქალაქ ბიელო პოლეში ჟურნალისტ სიედა სადიკოვიჩის სახლთან აფეთქება მოხდა. სადიკოვიჩი მონტენეგროში ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტია , რომელიც ძირითადად ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის თემებზე მუშაობს.

აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია , დაკავშირებულია თუ არა ეს აფეთქება ჟურნალისტის საქმიანობასთან.

სადიკოვიჩი პოლიციამ უკვე დაკითხა. მისი თქმით აფეთქება ზუსტად იმ ადგილას მოხდა, სადაც ის რეგულარულად აყენებს ავტომობილს.

რამდენიმე კვირის წინ მონტენეგროს ჟურნალისტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც სადიკოვიჩს პროფესიული საქმიანობის გამო ემუქრებოდნენ.

ჟურნალსიტთა ასოციაცია ხელისუფლებას შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებდა.