მონტენეგროს საჰაერო სივრცეში ნატო-ს ავიაციამ პატრულირება დაიწყო. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცეს საბერძნეთი და იტალია დაიცავენ.
როგორც მონტენეგროს მედია იუწყება, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ავიაციის გამოჩენა მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანებიდან ერთი წლისთავს უკავშირდება. ცერემონიის ფარგლებში, შედგება საჩვენებელი ფრენა, რა დროსაც ნატო-ს თვითმფრინავები პირობითი მოწინააღმდეგის თვითმფრინავს დაცული საჰაერო სივრციდან გააცილებენ.
აღსანიშნავია, რომ პირობითი მტრის როლში მონტენეგროს თვითმფრინავია, რომელშიც ერთ-ერთი მგზავრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრია. როგორც მონტენეგროს თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ავიაცია ქვეყნის ტერიტორიას 24 საათიან რეჟიმში დიცავს.
მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანების ერთი წლის იუბილეს აღსანიშნავად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მილო ჯიკანოვიჩს ბრიუსელში უმასპინძლეს, სადაც ის ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა.როგრც იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, მონტენეგროს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებამ ბალკანეთის რეგიონის უსაფრთხოება გააძლიერა.
მონტენეგრო ნატო-ს 29-ე წევრი ოფიციალურად 2017 წლის 5 ივნისს გახდა.