მონპელიეში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, მძიმედ დაჭრილია ერთი ადამიანი
მონპელიეში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად, ერთი ადამიანი მძიმედ დაიჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვა დაჭრილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი ქალაქის ჩრდილო-დასაველთ ნაწილში მოხდა. ბოროტმოქმედი დაახლოებით 20 წლისაა. ის ტრამვაის გაჩერებასთან ახლოს მდებარე ჯიხურში იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილი პოლიციას აქვს ბლოკირებული.
დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
ფრანგული მედია იუწყება, რომ სროლა შესაძლოა, კრიმინალურ გარჩევას უკავშირდებოდეს.