საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომების რეგიონებში გამართვას განაგრძობს. კომიტეტის მორიგი სხდომა დღეს რუსთავში გაიმართება.
სხდომის დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს. გვენეტაძე ჟურნალისტებს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს.
ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ქვემო ქართლის ადგილობრივი ბიზნესისა და რეგიონის საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომების რეგიონებში გამართვა 2017 წლიდან დაიწყო. წინა შეხვედრები გაიმართა იმერეთში, კახეთსა და აჭარაში.