მონები ხართ, სამარცხვინოები - თინა ბოკუჩავა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას პროტესტით შეხვდა
მონები ხართ, სამარცხვინოები - თინა ბოკუჩავა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას პროტესტით შეხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას პროტესტით შეხვდა.

თინა ბოკუჩავა სხდომაზე კენჭისყრას დაესწრო და უმრავლესობის გადაწყვეტილება შეძახილით გააპროტესტა.

„მონები ხართ, სამარცხვინოები, 88 მონა ზიხართ“, – მიმართა ბოკუჩავამ უმრავლესობის წევრებს.

თინა ბოკუჩავას ზაზა პაპუაშვილი გამოეხმაურა და უზრდელი უწოდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არც ერთი იყო.