სერია С -ს გუნდი „მონცა“ ზლატან იბრაჰიმოვიჩს კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობს.
კლუბის პრეზიდენტი „მილანის“ ყოფილი მფლობელი სილვიო ბერლუსკონია.
„მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბერლუსკონიმ მანდატი გადმომცა, მე იბრაჰიმოვიჩის აგენტს მინო რაიოლეს დავუკავშირდი, – ციტირებს „მონცას“ გენერალურ დირქტორს, ადრიანო გალიანის Corriere della Sera – იბრაჰიმოვიჩის აგენტმა კი მითხრა, რომ ამ საკითხზე უშუალოდ ზლატანს დავლაპარაკებოდი.
მე მას 2.5 წლიანი კონტრაქტი შევთავაზე და ვუთხარი – მოდი ჩვენთან, ნახევარი წელი სერია С -ში ვითამაშოთ, შემდეგ სერია B -ში ავალთ, მომდევნო სეზონებში კი სერია A – ში გადავინაცვლებთ“.
მანამდე ვრცელდებოდა ხმები, რომ იბრაჰიმოვიჩის საკუთარ გუნდში ხილვა „მილანსა“ და “ნაპოლის“ სურდათ.
38 წლის ფეხბურთელმა „ლოს ანჯელეს გელექსიში“ 31 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტი ამერიკულ კლუბთან 2019 წელს იწურება.