„მონცა“ იბრაჰიმოვიჩს ეპატიჟება
„მონცა“ იბრაჰიმოვიჩს ეპატიჟება

სერია С -ს გუნდი „მონცა“ ზლატან იბრაჰიმოვიჩს კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობს.

კლუბის პრეზიდენტი „მილანის“ ყოფილი მფლობელი სილვიო ბერლუსკონია.

„მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბერლუსკონიმ მანდატი გადმომცა, მე იბრაჰიმოვიჩის აგენტს მინო რაიოლეს დავუკავშირდი, – ციტირებს „მონცას“ გენერალურ დირქტორს, ადრიანო გალიანის Corriere della Sera – იბრაჰიმოვიჩის აგენტმა კი მითხრა, რომ ამ საკითხზე უშუალოდ ზლატანს დავლაპარაკებოდი.

მე მას 2.5 წლიანი კონტრაქტი შევთავაზე და ვუთხარი – მოდი ჩვენთან, ნახევარი წელი სერია С -ში ვითამაშოთ, შემდეგ სერია B -ში ავალთ, მომდევნო სეზონებში კი სერია A – ში გადავინაცვლებთ“.

მანამდე ვრცელდებოდა ხმები, რომ იბრაჰიმოვიჩის საკუთარ გუნდში ხილვა „მილანსა“ და “ნაპოლის“ სურდათ.

38 წლის ფეხბურთელმა „ლოს ანჯელეს გელექსიში“ 31 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტი ამერიკულ კლუბთან 2019 წელს იწურება.