მონარქის შეურაცხყოფაში ბრალდებული ესპანელი რეპერი უნივერსიტეტში ჩაიკეტა და პოლიციას ელოდება
მონარქის შეურაცხყოფაში ბრალდებული ესპანელი რეპერი უნივერსიტეტში ჩაიკეტა და პოლიციას ელოდება

ესპანელი რეპერი, რომელსაც მონარქიის შეურაცხყოფისა და ტერორიზმის შექებისთვის პატიმრობა მიუსაჯეს, მხარდამჭერებთან ერთად უნივერისტეტის შენობაში ჩაიკეტა.

საქმე ეხება პაბლო ჰასელს, რომელსაც „ტვიტერში“ გაკეთებული ჩანაწერებისა და სიმღერების ტექსტებში გამოთქმული მოსაზრებების გამო 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

რეპერი და მისი მხარდმჭერები ამჟამად ლიედის უნივერსიტეტში იმყოფებიან და პოლიციის გამოჩენას შენობაში ელოდებიან.

ჰასელმა თავისი სიმღერების ტექსტებსა და „ტვიტერის“ გვერდზე ესპანეთის მეფეს, ხუან კარლოსს მაფიის მეთაური უწოდა, ხოლო ესპანეთის სასამართლო ნაცისტებს შეადარა.

რეპერი ამტკიცებს, რომ მას არა 9-თვიანი, არამედ 2-წლიანი პატიმრობა ემუქრება, რადგან ის სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს.