სოულის დედოფალი არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გამოცემა Associated Press-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალი დეტროიტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
2010 წელს მომღერალს სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს.
არეტა ფრანკლინმა ბოლო წარმოდგენა გასული წლის ნოემბერში, მომღერალ ელტონ ჯონის ფონდის მხარდაჭერით გამართა. მემფისში დაბადებულმა მომღერალმა განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებით Respect, Natural Woman, Think და I Say a Little Prayer-ით მოიპოვა.
2005 წელს სოულის დედოფლად წოდებული მომღერალი აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა „მილიონობით ამერიკელის გულის დაპყრობისთვის” საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა.
არეტა ფრანკლინმა სიმღერა ბაპტისტურ ეკლესიაში, პროფესიული კარიერა კი 18 წლიდან დაიწყო.
ლეგენდარულ მომღერალს კარიერის განმავლობაში Grammy-ი 18-ჯერ აქვს მიღებული. საერთო ჯამში არეტა ფრანკლინის სიმღერების 75 მილიონი დისკია გაყიდული.