ნიუ-იორკში არეტა ფრანკლინის შესახებ დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართება
ნიუ-იორკში არეტა ფრანკლინის შესახებ დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართება

სოულის დედოფალზე გადაღებულ ფილმს მსოფლიო წლის ბოლოს ნახავს. ინფორმაციას ამის შესახებ nytimes-ი ავრცელებს.

არეტა ფრანკლინის შესახებ დოკუმენტური ფილმის პრემიერა ნიუ-იორკში გაიმართება.

დოკუმენტური ფილმი 46 წლის წინ რეჟისორმა სიდნი პოლაკმა გადაიღო. სურათის დამონტაჟება კი, ახლა გახდა შესაძლებელი.

ცნობილი მომღერალი პროდიუსერმა ჯონ ჰამონდმა 18 წლის ასაკში​ აღმოაჩინა. მალევე, კონტრაქტი Columbia Records-თან გაფორმდა. მათ სურდათ, ფრანკლინი ჯაზის მომღერლად ექციათ, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ არეტა ფრანკლინი მუშაობას Atlantic Records-თან იწყებს. მოგვიანებით ფრანკლინი ამბობდა, „როდესაც Atlantic-თან დავიწყე მუშაობა, მათ უბრალოდ დამსვეს ფორტეპიანოსთან და ჰიტებმა თავისით დაიწყო მოსვლა. ბაპტისტურ ეკლესიაში დაწყებული კარიერა 18 გრემით, ოქროს გლობუსითა და 75 მილიონი ჩანაწერის გაყიდვით გაგრძელდა“.

მუსიკალური ჯილდოების გარდა, არეტა ფრანკლინი ფლობდა ჯილდოს, რომელიც პრეზიდენტმა ბუშმა „მილიონობით ამერიკელის გულის დაპყრობისთვის” გადასცა. ის გახდა პირველი ქალი, რომელიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში გამოვიდა.

ყველა დროის ერთ- ერთი ყველაზე საუკეთესო ვოკალისტი 76 წლის ასაკში გარდაიცავალა.