არეტა ფრანკლინს  31 აგვისტოს დეტროიტში დაკრძალავენ
არეტა ფრანკლინს  31 აგვისტოს დეტროიტში დაკრძალავენ

ამერიკელ მომღერალს, არეტა ფრანკლინს დეტროიტში, 31 აგვისტოს დაკრძალავენ.

მომღერალთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია 28 და 29 აგვისტოს, ჩარლზ რაიტის აფროამერიკული ისტორიის მუზეუმში გაიმართება. ვუდლონის სასაფლაოზე მომღერლის დაკრძალვას  მხოლოდ ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრებიან.

„სოულის დედოფალი“ დეტროიტში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლეგენდარულ მომღერალს 2010 წელს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. 13 აგვისტოს კი, გავრცელდა ცნობა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

არეტა ფრანკლინი 1987 წელს პირველი მომღერალი ქალი გახდა, რომელიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში მოხვდა.

მომღერალი საზოგადოების წინაშე ბოლოს 2017 წლის ნოემბერში, ელტონ ჯონის მიერ, შიდსის წინააღმდეგ დაარსებული ფონდის ღონისძიებაზე გამოჩნდა. 2008 წელს ჟურნალმა Rolling Stone-მა ფრანკლინი ისტორიის უდიდეს მომღერლად დაასახელა.