მომდევნო დღეებში საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება
მომდევნო დღეებში საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-10 მარტს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. სინოპტიკოსების ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან სითბოს ინტენსიური გადმოტანა გაგრძელდება.

მათივე პროგნოზით, 7-8 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25 გრადუსი იქნება, ხოლო 9-10 მარტს 2-3 გრადუსით მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +17, +22 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

დათბება მთიან და მაღალმთიან რეგიონებშიც.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 6-9 მარტს +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 10 მარტს +22 გრადუსამდე მოიმატებს.