მომავალი წლის დასაწყისში საქართველოს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვევა. ამის შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას მინსკში განაცხადა.
ბელარუსის პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მიუხედავად პოლიტიკურ ორიენტაციებში სხვაობისა, ჩვენ მაინც მეგობრებად ვრჩებით. მიხეილ სააკაშვილის დროსაც ასე იყო და ეს გრძელდება ახლაც. ჩვენ ამისთვის მადლობლები ვართ. ეს მეგობრობა კონკრეტულ საქმეებშიც გამოჩნდა. თქვენ ცოტა ხნის წინ წალმები გადმოგვეცით ავადმყოფების დასახმარებლად. ჩვენი ვერტმფრენი კი დაგეხმარათ, ჩაგექროთ ტყის მასივში ხანძარი. თქვენი ვიზიტი გაამყარებს ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბელარუსის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ტერიტორიული მთლიანობის საკითხში მხარდაჭერისთვის.
„ბელარუსი ძალიან მეგობრული ქვეყანაა. ჩვენს ხალხებს კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებთ. გვინდა ძალიან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობა გვქონდეს და ამისთვის ყველა საფუძველი გვაქვს. მადლობას გიხდით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის გამოჩენილი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად, დღეს, 20 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვია.
ავტორი -
მიშა ფეიქრიშვილი