მომავალ კვირაში პარლამენტში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენენ
მომავალ კვირაში პარლამენტში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენენ

მომავალ სასესიო კვირაში პარლამენტში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენენ, – ამის შესახებ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც ირაკლი კობახიძემ ბიუროს წევრებს დღის წესრიგი გააცნო.

„მინისტრის საათი“ ბიუროს დღის წესრიგში მერვე საკითხადაა ჩანიშნული.

თეა წულუკიანის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში სავარაუდოდ, 19 მარტს გაიმართება. 

პარლამენტში ანგარიშითა და სამომავლო გეგმებით უკვე წარდგნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.