მოლდოვის საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ბიულეტენების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ 50,03 პროცენტი ევროინტეგრაციის მომხრეა, ხოლო 49,97 პროცენტი - წინააღმდეგი
საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, მოლდოვაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმიც ჩატარდა.
საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ბიულეტენების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ 50,03 პროცენტი ევროინტეგრაციის მომხრეა, ხოლო 49,97 პროცენტი წინააღმდეგია.
საკონსტიტუციო რეფერენდუმზე მოქალაქეებს უნდა ეპასუხათ კითხვისთვის: „უჭერთ თუ არა მხარს კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“
ამომრჩეველს პასუხის ორი ვარიანტი ჰქონდა – „დიახ“ და „არა“.