მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დნესტრისპირეთში საარჩევნო უბნების გახსნის გამო პროტესტი გამოუცხადეს
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი ოლეგ ვასნეცოვი დაიბარეს და დნესტრისპირეთში საარჩევნო უბნების გახსნის გამო პროტესტი გამოუცხადეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის ამგვარი ქმედებები საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს არღვევს, ასევე ძირს უთხრის მოლდოვის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთიანობას.
თავის მხრივ, რუსეთის ელჩმა განაცხადა, რომ ხმის მიცემის უფლება არის ყველა მოქალაქის კანონიერი უფლებების განუყოფელი ნაწილი, რაც გათვალისწინეულია კონსტიტუციით. ელჩის ინფორმაციით, მოლდოვის ტერიტორიაზე რუსეთის 250 ათასამდე მოქალაქე ცხოვრობს და რუსეთის ოფიციალურმა უწყებებმა ბევრი მიმართვა მიიღეს ხმის მიცემის კანონიერი უფლების უზრუველყოფის თხოვნით.
რუსეთის საელჩოს ინფორმაციით, დნესტრისპირეთის რეგიონში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 17 მარტს რამდენიმე საარჩევნო უბანი გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ მოლდოვის მთავრობამ გასცა ნებართვა, რუსეთის საპრეზდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბანი მხოლოდ კიშინეუში, რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე გახნილიყო.