მოლდოვამ დნესტრისპირეთის რეგიონში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გამო რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დნესტრისპირეთის რეგიონში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გამო რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.
განცხადება მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხაილ პოპსოიმ გააკეთა.
„მოლდოვურმა მხარემ გააპროტესტა რუსეთის მიერ დნესტრისპირეთის რეგიონში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები. დიპლომატი გამოცხადდა პერსონა ნონ გრატად“, – წერს პოპსოი.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რუსეთის ელჩს ნოტა უკვე გადაეცა, რომლითაც საელჩოს თანამშრომელი მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არასასურველ პირად გამოცხადდა, შესაბამისად, მან ქვეყანა უნდა დატოვოს.