მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საელჩოს ეწვია და შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოთქვა
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საელჩოს ეწვია და შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოთქვა

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულთა მიმართ სამძიმრის გამოსახატად მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი ოლეგ ცულია ეწვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოლდოველი ხალხისა და მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, გამოხატა თანადგომა დაღუპულთა ოჯახებისა და სრულიად საქართველოს მიმართ.