მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოლდოვამ, უკრაინამ და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ ევროპული სტანდარტის მისაღწევად, რათა ევროკავშირში მიიწვიონ
დღეს ხელს ვაწერთ ურთიერთგაგების მემორანდუმს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ასოცირებულ სახელმწიფოს შორის, – ამის შესახებ მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აურელიუ ჩოკოიმ განაცხადა.
მისი თქმით, მოლდოვამ, უკრაინამ და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ ევროპული სტანდარტის მისაღწევად, რათა ევროკავშირში მიიწვიონ.
„დღეს ხელს ვაწერთ ურთიერთგაგების მემორანდუმს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ასოცირებულ სახელმწიფოს შორის. ვაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობას ევროკავშირის ამ ამბიციური პროექტის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, რამდენადაც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთობლივ, ევროპულ გზას. ვეხმარებით ერთმანეთს, რადგან სამივე ქვეყანას, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას საერთო საკითხები გვაქვს. მოდით, ვიმუშაოთ ერთად, შეძლებისდაგვარად მივაღწიოთ ევროპულ სტანდარტს, რომ ვიყოთ ამ სივრცისთვის შესაფერისი, რათა მიგვიწვიონ ევროკავშირში“, – განაცხადა აურელიუ ჩოკოიმ.