მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ქვეყანა ევროკავშირში 2030 წლამდე გაწევრიანდება
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ქვეყანა ევროკავშირში 2030 წლამდე გაწევრიანდება

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხაი პოპშოი იმედოვნებს, რომ ქვეყანა ევროკავშირში 2030 წლამდე გაწევრიანდება. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

დიპლომატის თქმით, ეს არის ამბიციური, მაგრამ რეალისტური მიზანი „დღევანდელი მდგომარეობის და რეფორმების კუთხით მოლდოვის მიღწევების გათვალისწინებით“.

„მოდით, გულწრფელად ვთქვათ, მოლდოვა პატარა ქვეყანაა. დიახ, ჩვენ გვაქვს პრობლემები სიმდიდრესთან დაკავშირებით. ეს ფაქტია. თუმცა მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს მიზანი რეალურია. ჩვენ ეს რეალურად მიგვაჩნია და ვიმუშავებთ იმაზე, რომ ეს მოხდეს“, – თქვა მინისტრმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მოლდოვა კონკურენციას ვერ გაუწევს იმ ქვეყნებს, რომლებმაც მოლაპარაკებები ერთ-ორ წელში დაასრულეს.

„თუმცა სავსებით რეალურია ამასთან რამდენიმე წელში გამკლავება, რათა ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის გავხდეთ“, – განაცხადა პოპშოიმ.