მედიის ცნობით, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდებიან
მედიის ცნობით, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდებიან

მედიის ცნობით, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდებიან. როგორც მედიასაშუალებები იუწყებიან,  შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკ პოპესკმა გააკეთა.

„რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მარტივი გადაწყვეტილება არ არის. ეს რთული გადაწყვეტილებაა და გაცილებით ძლიერი და აყვავებული ქვეყნების, რომლებსაც ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის უფრო მეტი ალტერნატივა აქვთ, ვიდრე მოლდოვას“, – განაცხადა პოპესკუმ.

მინისტრის განცხადებით, ქვეყნის პოზიცია ომის დაწყებიდან მალევე იქნა ფორმულირებული, რუსეთის ელჩთან შეხვედრის დროს.

„ჩვენ ვთქვით, რას ვფიქრობთ უკრაინის წინააღმდეგ ამ გაუმართლებელი ომის შესახებ“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის შემდეგ, მოლდოვამ მიიღო გადაწყვეტილება არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ამერიკულ ან ევროპულ სანქციებს.

„ჩვენ ვინარჩუნებთ ამ ხაზს“, – განაცხადა მინისტრმა „ტვ8“-ის ეთერში.