მოლდოვის პრეზიდენტი - თუ საპარლამენტო კოალიცია არ ჩამოყალიბდება, მომავალ კვირას პარლამენტის დათხოვნა მომიწევს
მოლდოვის პრეზიდენტი - თუ საპარლამენტო კოალიცია არ ჩამოყალიბდება, მომავალ კვირას პარლამენტის დათხოვნა მომიწევს

მოლდოვის პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა, განაცხადა, რომ მომავალ კვირას შესაძლოა, პარლამენტი დაითხოვოს, თუ საპარლამენტო კოალიცია არ ჩამოყალიბდება. მოლდოვური საინფორმაციო სააგენტო „ნიუსმეიკერის“ ცნობით, ამის შესახებ იგორ დოდონმა რუსეთში, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

„უახლოეს დღეებში ჩვენ შესაძლოა, მოლდოვის ახალი მთავრობა შევქმნათ. თუ კვირას არ ჩამოყალიბდება საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა, მომავალ კვირას, ორშაბათს პარლამენტის დათხოვნა მომიწევს“, – განაცხადა დოდონმა.

მოლდოვის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ახალი მთავრობის ფორმირებიდან ერთ წელიწადში მოლდოვაში არსებული ვითარება შეიცვლება.

მოლდოვაში 24 თებერვალს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველი კოალიციის ფორმირებაზე ვერ თანხმდებიან.